კატარი 2022

BBC: FIFA-მ მიმართა კატარს, სტადიონებზე დაუშვას ატრიბუტები ცისარტყელის ფერებით

BBC-ს ცნობით, უელსის ფეხბურთის ფედერაცია აღნიშნავს, რომ FIFA-მ კატარს მოუწოდა, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას სტადიონებზე დაუშვას ატრიბუტები ცისარტყელის ფერებით. 

BBC-ს ინფორმაციით, ჩემპიონატის ყველას სტადიონს მიუვიდა FIFA-ს ცნობა, "დაემორჩილონ შეთანხმებულ წესებსა და რეგულაციებს". 

21 ნოემბერს ინგლისის, გერმანიის, ნიდერლანდების, უელსის, შვეიცარიის, დანიის და ბელგიის ნაკრებებს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე OneLove სამკლავურით გამოსვლა აუკრძალეს.

22 ნოემბერს უელსის ქალთა ნაკრების ყოფილ კაპიტანს ლორა მაკალისტერს აშშ-უელსის მატჩზე არ უშვებდნენ. მიზეზი LGBT დროშიანი ქუდი გახდა.

კატარში ჰომოსექსუალობა კანონით ისჯება და 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორების თქმით, LGBT დროშებმა შესაძლოა გააღიზიანოს ადგილობრივი გულშემატკივარი და სტადიონებზე სიმბოლიკის აკრძალვა პირველ რიგში მაყურებლის უსაფრთხოებას ემსახურება.

კომენტარები