კატარი 2022

არგენტინელი ფანები, რომლებიც სტადიონზე გაშიშვლდნენ, კატარში სასჯელს გადაურჩნენ

Befunky

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მსვლელობისას არგენტინის ნაკრების ორი გულშემატკივარი წელს ზევით გაშიშვლდა. ფანები წამიერად პირდაპირ ეთერშიც მოხვდნენ და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

კატარის კანონმდებლობით საზოგადოებრივ ადგილებში გაშიშვლება აკრძალულია. ადგილობრივ სამართალდამცავებს გულშემატკივრების დაპატიმრების კანონიერი უფლება ჰქონდათ. 

გულშემატკივრებმა საკუთარი შიშველი ფოტოები მატჩის მსვლელობისას გამოაქვეყნეს, ერთ-ერთმა გამომწერმა კომენტარში დაწერა: "დავინახე ისინი, ძალიან მამაცები არიან! ფრთხილად თუ არ იქნებიან, მათ დააპატიმრებენ".

როგორც არგენტინული მედია იუწყება, ორივე გულშემატკივარმა კატარი უპრობლემოდ დატოვა.

კომენტარები