კატარი 2022

პელე არგენტინის გამარჯვებაზე: რა თქმა უნდა, მარადონა ახლა იღიმება

Befunky

არგენტინის ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობას გამოეხმაურა "ფეხბურთის მეფე" პელე, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში მოსალოცი პოსტი გამოაქვეყნა.

"დღეს ფეხბურთი საკუთარი ისტორიის მომხიბვლელად თხრობას აგრძელებს. მესიმ დამსახურებულად მოიგო პირველი მსოფლიო თასი. ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, მბაპემ ფინალში გაიტანა 4 გოლი. ჩვენი სპორტისთვის ამ სპექტაკლის ხილვა ნამდვილი საჩუქარი იყო. არ შემიძლია არ მივულოცო შესანიშნავი მუნდიალი მაროკოს ნაკრებს. ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება". – წერს პელე.

არგენტინის ნაკრებმა ლიონელ მესის მეთაურობით მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა. რთული თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. არგენტინის ნაკრებისთვის ეს რიგით მესამე მსოფლიო ჩემპიონატის თასია, გუნდი მუნდიალის ჩემპიონი 1978 და 1986 წლებში გახდა.

კომენტარები