რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უნგრეთი უკრაინის დასახმარებლად €187 მილიონს გამოყოფს

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი
REUTERS/Johanna Geron

უნგრეთი პოზიციას ცვლის და აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ 2023 წელს უკრაინისთვის გამოყოფილი 18-მილიარდ ევროიანი გეგმის შემადგენელ ნაწილად უნგრეთი 187 მილიონ ევროს გამოყოფს.

სულ რაღაც 5 დღის წინ, უნგრეთის პრეზიდენტმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ უნგრეთი ევროკავშირის მიერ უკრაინის ახალ დახმარების პაკეტს, რომელიც €18 მილიარდის ოდენობის ფინანსურ დახმარებას მოიცავს, მხარს არ დაუჭერდა.

ორბანის ხელისუფლების თქმით, უნგრეთი მზად არის თავისი წილი დახმარება გამოყოს უკრაინისთვის, თუმცა, ამის გაკეთება ორმხრივად, ევროკავშირის გარეშე სურს.

"ხელისუფლება აგრძელებს ომისგან დაზიანებული უკრაინის ფინანსურ დახმარებაში მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად, მოვუწოდებთ ფინანსთა მინისტრს უზრუნველყოს €187 მილიონი, რაც იქნება უნგრეთის წილი უკრაინისთვის გამოყოფილ ევროკავშირის €18 მილიარდიან დახმარებაში.

დახმარების გეგმა მომავალ წელს უკრაინისთვის €18 მილიარდი გამოყოფას მოიცავს. აღნიშნული თანხა მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკისა და ჯანდაცვის ინსტიტუტების ფუნქციორებას, ასევე ხელფასებისა და საპენსიო ბიუჯეტის დაფინანსებას. 

19 ნოემბერს, ორბანმა ევროკავშირს ალტერნატიული გეგმა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ალიანსის 27 წევრს თავად უნდა განესაზღვრათ, თუ რა თანხის გამოყოფა შეუძლიათ უკრაინისთვის. ორბანის აზრით, ამ პრინციპით განაწილებული ტვირთი იქნება პროპორციული და სამართლიანი.

კომენტარები