რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS
Hannibal Hanschke/EPA-EFE/Shutterstock

აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. შესაბამის ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს აღნიშნული დახმარების უზრუნველყოფა უკვე დაავალა. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების მოცულობა დღეისთვის 20 მილიარდ დოლარს აღწევს.

"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, იმისთვის, რომ განაგრძონ საკუთარი თავის დაცვა და როდესაც ამის დრო დადება, მოლაპარაკებების მაგიდასთან ძლიერი პოზიციით იყო წარმოდგენილი". - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა კერძოდ რა ტიპის შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან ზემოხსენებული სამხედრო დახმარების ფარგლებში. მათი ცნობით, უკრაინას გადაეცემა დამატებითი რაკეტები საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის (NASAMS), დამატებითი რაკეტები საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), 200 ერთეული155 მმ კალიბრის მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვი და სხვა.

კომენტარები