რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: რუსეთი სარაკეტო თავდასხმების გაძლიერებით უკრაინის მარაგების ამოწურვას ცდილობს

უკრაინელი მეხანძრე, რომელიც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობს, 15 ნოემბერი, 2022.
REUTERS

აშშ-ს თავდაცვის მდივნის მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში, კოლინ კალმა თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სარაკეტო თავდასხმების გაძლიერების ერთ-ერთი მიზანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის მარაგების ამოწურვაა

კალის განმარტებით, მარაგების ამოწურვის შემთხვევაში, მოსკოვი იმედოვნებს, რომ უკრაინაში საჰაერო დომინირებას შეძლებს.

"ისინი ნამდვილად ცდილობენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადატვირთვასა და კიევის მარაგების გახარჯვას.

ჩვენ ვიცით, თუ რა არის რუსეთისთვის გამარჯვების გზა და მზად ვართ, დავრწმუნდეთ, რომ მათი თეორია არ იმუშავებს. უკრაინელები მიიღებენ იმას, რაც მათ საჰაერო თავდაცვისთვის სჭირდებათ". - თქვა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

კომენტარები