რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ეუთოს სხდომაზე ლავროვსა და რუსეთის დელეგაციას არ დავუშვებთ – პოლონეთი

Achmad Ibrahim/AP

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანა არ დაუშვებს მომავალ თვეს სერგეი ლავროვი და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრები ეუთოს შეხვედრას დაესწრონ. 

პოლონეთი წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა და 1-2 დეკემბერს ქალაქ ლოძში ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს.

თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ დააწესეს დროებითი შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისთვის.

კომენტარები