საქართველო-აშშ

სუბარი შაჰინზე: თუ შეამცირებენ მავნებლური პროექტების დაფინანსებას, მხოლოდ უკეთესი იქნება

ჩვენ პასუხისმგებელი ვართ, რომ საქართველო ომში არ ჩაერთოს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე მოხდეს. არანაირი საუბარი არ ყოფილა სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვაზე, თუმცა იყო დაფინანსების გარკვეული მოდელების გადახედვაზე. არანაირი დაფინანსება არ ღირს იმად, რომ საქართველო ომში ჩაერთოს. თუ შეამცირებენ იმ მავნებლური პროექტების დაფინანსებას, რომლებიც საქართველოში რევოლუციების მოწყობას გულისხმობს, ეს მხოლოდ უკეთესი იქნება საქართველოსთვის. თუ მსგავსი პროექტები არ დაფინანსდება მაშინ 10%-იანი ან 11%-იანი ზრდა კი არ გვექნება, გვექნება 15% და 20%-იანი ზრდა და ეს გაცილებით უკეთესი იქნება.

თუ ამერიკის დახმარების ეს ნაწილი შემცირდება, 80 მილიონზე მეტზეა სუბარი და თუ არ დაიწყებენ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დატრენინგებას, ოპოზიციის წარმომადგენლების, როგორ უნდა მოაწყონ რევოლუცია, მაშინ გაცილებით მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა საქართველოში. ეს ეკონომიკური ზრდა მოგვცემს საშუალებას, კი არ გავაორმაგოთ, არამედ გავაათმაგოთ მათ შორის თავდაცვის ბიუჯეტი. 

ამერიკის ბიუჯეტში სამწუხაროდ მხოლოდ მცირე ნაწილია თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, ვიდრე რევოლუციურ სცენარზე მოფიქრალი NGO-ების დაფინანსებაზე. როცა საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საქართველოს მართლა არ აქვს არავისგან დასამადლებელი. ჩვენ ვართ ძალიან ერთგული, სანდო და პრინციპული პარტნიორები და ეს გამოჩნდა ყველა საერთაშორისო მისიაში. ჩვენ არ ვართ ისე, რომ ხელი გვაქვს გაშვერილი მხოლოდ დახმარებისთვის. ჩვენი ძალიან დიდი როლი შეგვაქვს, როგორც სანდო პარტნიორებს ნატო-ს და ევროკავშირის მისიებში, ყველგან, სადაც მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე ეხმაურება ივანიშვილის დეპუტატი, სოზარ სუბარი ჯინ შაჰინის განცხადებას საქართველოს უკუსვლასა და ქვეყანასთან მიმართებით აშშ-ს სტრატეგიის და დაფინანსების გადახედვასთან დაკავშირებით. 

კომენტარები