რუსეთის ეკონომიკა

რუსეთის ეკონომიკა რეცესიაშია – მესამე კვარტალში მშპ 4%-ით შემცირდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

მესამე კვარტალში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 4%-ით შემცირდა. ფედერალური სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ (როსტატი) გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, რომ დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთის ეკონომიკა რეცესიაშია

გასულ წელთან შედარებით, მესამე კვარტალში, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 4%-ით შემცირდა. ეს მეტწილად განპირობებულია დასავლეთის მხრიდან რუსეთის ელექტროენერგიაზე შეზღუდვების დაწესებით და უცხოურ სავალუტო რეზერვებში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვით, რაც ჯამში $640 მილიარდს აღწევს. ამასთან, დასავლურმა კომპანიებმა უარი თქვა რუსეთთან ფინანსურ თანამშრომლობაზე, ხოლო სექტემბერში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის შემდგომ, რუსეთის ათასობით მოქალაქემ ქვეყანა დატოვა.

ეს ყველაფერი უარყოფითად აისახა რუსეთის ეკონომიკაზე. თუმცა, რუსეთის ცენტრალური ბანკი მესამე კვარტალისთვის 7%-იან  შემცირებას წინასწარმეტყველებდა, მას შემდეგ, რაც მეორე კვარტალში ეკონომიკა 4,1%-ით დაეცა. ამგვარი სხვაობა გამოწვეულია საწვავის მაღალი ფასებით, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის წამახალისებელი ფაქტორი აღმოჩნდა.  

გუბერნატორ ელვირა ნაბიულინას თქმით, 2022 წლის ბოლოს, რუსეთის ცენტრალური ბანკი, გასულ წელთან შედარებით, მშპ-ს შემცირებას 3-3.5%-ით ელოდება. Consensus Economics-ის პროგნოზით კი ეს რიცხვი 4.6%-ს მიაღწევს. აპრილში ისინი ცვლილებას 10%-ით ვარაუდობდნენ. 

2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის პერიოდის შემდგომ რუსეთის ეკონომიკაში რეცესიის ამდენად დიდი მაჩვენებელი არ ყოფილა.

დაწვრილებით ინფორმაციას მესამე კვარტალის რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე როსტატი 14 დეკემბერს გამოაქვეყნებს.   

კომენტარები