რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

სტოლტენბერგი: რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ პოლონეთში მოხდა

რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ პოლონეთში მოხდა. იმიტომ, რომ ეს არის მიმდინარე ომისა და გუშინ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ტალღის პირდაპირი შედეგი. რა თქმა უნდა, უკრაინას უფლება აქვს ჩამოაგდოს რუსული რაკეტები, რომელიც უკრაინული ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაა მიმართული. NATO ემზადება იმისთვის, რომ მსგავსი ინციდენტები თავიდან აირიდოს. და თუ მაინც მოხდება, უზრუნველყოს, რომ ის კონტროლის ქვეშ იყოს.

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. 16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

კომენტარები