რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

შმიგალი: რუსეთის აგრესიამ NATO-ს საზღვარი გადაკვეთა, ცივილიზებულმა სამყარომ უნდა უპასუხოს

რუსეთის ტერორისტულ თავდასხმას უდანაშაულო ხალხი, მეგობარი პოლონელი ერის წარმომადგენლები შეეწირა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ყველა პოლონელს. რუსეთის სასტიკმა აგრესიამ გადაკვეთა ევროკავშირისა და ნატოს საზღვარი და მას ცივილიზებულმა სამყარომ პასუხი უნდა გასცეს.

წერს უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებაზე, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში აფეთქება რუსული რაკეტის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

კომენტარები