რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

მიშელი: შოკირებული ვარ, ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით

შოკირებული ვარ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ან სხვა საბრძოლო მასალის შესახებ ცნობებით.
ვუსამძიმრებ ოჯახებს.

ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით.

მე მაქვს კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროპული საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან.

Twitter-ზე წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი. 16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. რუსულ რაკეტებზე ინფორმაციას პოლონეთის მთავრობა ჯერჯერობით არ ადასტურებს

კომენტარები