ქართული ოცნება

კობახიძე: ივანიშვილისგან თეთრი არ აგვიღია, არც გვჭირდება, ჩვენ ვართ თვითკმარი

დავით კეზერაშვილს აქვს კონკრეტული გავლენის ბერკეტი, ფულს ხარჯავს, იმისთვის, რომ ჰქონდეს გავლენა პოლიტიკაში.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირ ვიტვყვი, ჩვენ მისგან არათუ არ აგვიღია არცერთი თეთრი მთელი ამ წლების განმავლობაში, არც გვჭირდება, ჩვენ ვართ თვითკმარი... არა, რა თქმა უნდა, [არ აფინანსებდა პარტიას], ჩვენ ვართ თვითკმარი, ჩვენ გვყოფნის აბსოლუტურად როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, მითუმეტეს, ის რესურსები, რომლებსაც ვიღებთ შემოწირულობის გზით, არცერთი თეთრით მას არც პარტია და არც რომელიმე პოლიტიკოსი თუ რომელიმე სხვა სუბიექტი არ დაუფინანსებია. ეს რომ ასე არ იყოს, გამოჩნდებოდა, კეზერაშვილი რომ აფინანსებს ვიღაცეებს და რაღაცეებს, ეს ძალიან მარტივად ჩანს და გამოდის საზოგადოების წინაშე. ჩვენ არც ვიღებთ და არც გვჭირდება ფინანსური რესურსები, აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რა შეიძლებოდა იგულისხმებოდეს ამ გავლენაში.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი ორის ეთერში ვროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიღებულ კომპრომისულ ცვლილებებზე. როგორც შესწორების დოკუმენტში წერია, ევროპარლამენტი რეკომენდაციას იძლევა, რომ აღმოიფხვრას ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

კომენტარები