მოხარული ვარ, რომ ვესწრები შარმ-ელ-შეიხში გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის გახსნით სესიას. მადლობას ვუხდი ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ღონისძიების მასპინძლობისთვის. ეს კონფერენცია ძალიან კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად. მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი.
საქართველოს მთავრობა
ღარიბაშვილი: დროა, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი
tbl.ge/66ht
დაკოპირდა

წერს ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე. პრემიერმინისტრი ეგვიპტეში გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე დასასწრებად 6 ნოემბერს გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს და "კლიმატის ცვლილებებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას".
ამავე თემაზე
- ღარიბაშვილი: გვინდა დავიწყოთ მსხვილი ქალაქების სრული რეაბილიტაცია
- ღარიბაშვილი იმპორტიორებზე: არ შეიძლება ხალხის ხარჯზე გამდიდრება, პროდუქტზე 100%-იანი ფასნამატია
- მთავრობა: ავსტრიის კანცლერის პატივსაცემად მთაწმინდაზე ოფიციალური ვახშამი გაიმართა
- პრემიერი: საქართველოს მიზანია, განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს
- ღარიბაშვილი: აფხაზეთს აქვს პოტენციალი, გახდეს მეორე მონაკო, სოხუმი – მეორე მონტე-კარლო