IRI-ის კვლევა

ბოლო 10 წელში ქართველების ოპტიმიზმი ყველაზე დაბალია – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბოლო 10 წელში საქართველოში ოპტიმიზმის დონე ყველაზე დაბალია. 

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდნენ საქართველოს მოსახლეობის განწყობას, გამოკითხულთა 47%-მა თქვა რომ ოპტიმისტურად, 38%-მა ნეიტრალურად, 15%-მა კი – პესიმისტურად.

ოპტიმიზმის დონე, აქამდე არსებული მაქსიმუმიდან (92%, 2012-2013 წლები) ჩამოსულია 47%-მდე. ოპტიმიზმის აქამდე დაფიქსირებული მინიმალური დონე 2021 წლის თებერვლის კვლევის 51% იყო.

რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

კომენტარები