რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას დამატებით $400 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით $400 მილიონს გამოყოფს. დახმარების ახალი პაკეტი T-72 ტანკებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს მოიცავს

პენტაგონის სპიკერის, საბრინა სინგის თქმით, აშშ ჩეხეთისგან 45 T-72 ტანკს შეიძენს, რომელსაც მოგვიანებით განაახლებენ. ასევე, აშშ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების Hawk-ის განახლების დაფინანსებასა და მიწოდებას გეგმავს.

ვინაიდან იარაღის შეძენა უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივით ხდება, ისინი დაუყოვნებლივ კიევში გასაგზავნად მზად არ იქნება. USAI-ის დაფინანსებით უზრუნველყოფილი იარაღი კიევს გრძელვადიანი ინდუსტრიული კონტრაქტების მიხედვით მიეწოდება, ნაცვლად მისი აშშ-ს იარაღის მარაგებიდან გაგზავნისა. 

24 თებერვლის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $18.2 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა გადასცა.

კომენტარები