დეოლიგარქიზაცია

ხვიჩია: ივანიშვილი არაა ოლიგარქი, მისი პრობლემა, როგორც სხვების, ერთპიროვნული მმართველობაა

მე, ზოგადად, ეს ტერმინი [ოლიგარქი] არ მომწონს, მე არც მესმის მისი შინაარსი საქართველოში. მას შეიძლება რუსეთში რაღაც კონკრეტული შინაარსი ჰქონდეს და ჰქონოდა ისტორიულად, ასევე უკრაინაში შეიძლება ჰქონდეს რაღაც თავისი კონტექსტი, მაგრამ საქართველოში, ჩემი აზრით, მას კონტექსტი არ გააჩნია. 

ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა, ისევე, როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების პრობლემა, იყო ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენ გვყავდა ერთპიროვნულ მმართველად მიხეილ სააკაშვილიც, მანამდე შევარდნაძე და ა.შ. არც რთი ეს ხალხი არ იყო მილიონერი, მილიარდერი და ოლიგარქი, მაგრამ პრობლემა ერთპიროვნული მმართველობის მაშინაც გაგვაჩნდა და დღესაც გაგვაჩნია, ამიტომ, არასწორი სახელის შერქმევა ამ პრობლემაზე, ოლიგარქის შერქმევა, არასწორია. ჩვენ გვაქვს ერთპიროვნული მმართველობის სისტემური პრობლემა და ეს პრობლემა ყველას მოსაგვარებელია, ჩემი აზრით და ეს პრობლემა მოსაგვარებელია, მათ შორის, ქართული ოცნებისაც, როგორც ენმ-ს მოსაგვარებელი იყო მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ.  

რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ხელისუფლებაზე და, ზოგადად, ამ ხელისუფლების მთავარი ლეგიტიმაციის წყაროც არის ბიძინა ივანიშვილი, უბრალოდ, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ - არ იცით თქვენ, რომ ეს ასეა? არ იცის ამომრჩეველმა, როცა არჩევნები ტარდება, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ლეგიტიმაცია? მას არ აძლევენ ხმას? შესაბამისად, ვაკრიტიკოთ ის ადამიანი, რომლის შესახებაც ვიცით, რომ მოანაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, რატომ მონაწილეობო, ჩემი აზრით, არასწორია. ჩვენ თუ გამარკჯვება გვინდა, მაშინ უნდა შევქმნათ ისეთი იდეა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის იმ იდეას, რომლითაც ის ხელისუფლებაშია, ვაჯობებთ. 

ამბობს ომბუდსმენობის კანდიდატი და გირჩის დეპუტატი, იაგო ხვიჩა პარლამენტში ენმ-ს დეპუტატის დასმულ კითხვაზე - არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი. 

კომენტარები