დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დეოლიგარქიზაციის კანონის შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ეს დოკუმენტი ჩვენ შევქმენით რამდენიმე კვირის წინ, ევროკომისიის რეკომენდაციებამდე. ეს დოკუმენტი არის ძალიან მასშტაბური, სიღრმისეული, რომელიც განსაზღვრავს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით წყება რეფორმების განხორციელების თანმიმდევრობას, მათ შორის, დროის თვალსაზრისითაც. ვიცით, რომ ამ კანონმდებლობის და ამ რეფორმის უკან დგას ძალიან კომპლექსური პროცესები. ეს ეხება მართლმსაჯულების სისტემას, ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოს საკანონმდებლო სივრცის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ეს არის კონკურენციის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას და ძალიან ბევრი სიღრმისეული და კონპლექსური რეფორმა. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილებაც, საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული ეს დოკუმენტიც იქნება მორიგი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ შევინარჩუნებთ ძალიან აქტიურ დინამიკას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
tbl.ge/6m6z
დაკოპირდა

თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ. "საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების" სამოქმედო გეგმაში საუბარია 7 პრიორიტეტულ მიმართულებაზე.
დეოლიგარქიზაციის კანონისაქართველოს მთავარობაილია დარჩიაშვილიევროკავშირის რეკომენდაციებიდეოლიგარქიზაცია
ამავე თემაზე
- რას ითვალისწინებს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა – 7 პრიორიტეტული მიმართულება
- პაპუაშვილმა 12 პუნქტის შესასრულებლად განხილული პროექტები ვენეციის კომისიას გაუგზავნა
- "ფორმალური წარდგენა" - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროქტი პარლამენტმა ჩააგდო
- კობახიძე: ვენეციის კომისიას დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას კვირის ბოლომდე გავუგზავნით
- საქართველოს მთავრობა: დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მივიღეთ