ოპოზიცია

ჯაფარიძე: ინდივიდუალიზმის დრო არ არის, ივანიშვილს მხოლოდ ერთობით დავამარცხებთ

მეორე პოლუსი არის შესაქმნელი. ბუნებრივად მოხდება, რომ შუა გაიკრიფება და პოლარიზაცია მოხდება და ეგ არის გამოსავალი. სწორი გზა ეგ არის, რომ მოხდეს ისეთი პოლარიზება და მარტო ეგეთი პოლარიზაციით არის შესაძლებელი ივანიშვილის დამარცხება. კი, ყველა უნდა გაერთიანდეს, იმიტომ რომ აქეთ მხარეს არ არის რესურსები. არც ფინანსური და არც სხვა ტიპის რესურსია. უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შეწყობა და მათ შორის ერთიანი საკომუნიკაციო სქემის შემუშავება და კომუნიკაცია თუ არ მოხდა, კოორდინაცია არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და მის შემდეგ, კი, ბევრი პრობლემაა და მესმის ლეგიტიმური წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის რთული პროცესი და კი, რთული პროცესია, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. თუ არსებობს ვინმემ თქვა, რომ აი, ერთობა კი არა, აი ასე დავალაგოთ, ეს გავაკეთოთ...

მე მოვისმენ და გავყვები ნებისმიერს, ვინც დამანახებს და დამაჯერებს, რომ რამე სხვა ალტერნატივა არსებობს. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას, ერთადერთი გზა არის ამ ხელისუფლების დამარცხება და სისტემის ცვლილება...

ახლა ინდივიდუალიზმის დრო არ არის და შესაბამისად, მთავარი შემაფერხებელიც არის ეგ. ამას სჭირდება უბარიერო სისტემა, როცა საშუალება ექნებათ ყველა პატარა პოლიტიკურ მოთამაშეებს ცალ-ცალკე ითამაშონ. მაგრამ როცა გაქვს მაღალბარიერიანი სისტემა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის ხმების ნახევარს ქართული ოცნება წაიღებს. სისტემა ასე არის მოწყობილი. 

ამბობს გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში. 

კომენტარები