ასეთი განცხადებები მე, რა თქმა უნდა, ცოტა მძიმედ უნდა შევაფასო. სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევასა და მის გადაწყვეტილებებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვკადრულობთ. ნიკა გვარამიას განაჩენზე აშშ-ს საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო, რაც, ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. სხვა შეფასებას მე ამას ვერ მივცემ. ჩვენი პარტნიორები სამართლის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე სხვა სახელმწიფოშიც. ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სამართლის უზენაესობას სხვანაირად ვუდგებით.
ნიკა გვარამიას საქმე
კობახიძე: გვარამიაზე აშშ-ს საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა იყო
tbl.ge/66cd
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ისინი ამ გადაწყვეტილებაზე ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და ამბობენ, რომ გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.
ქართული ოცნებაირაკლი კობახიძენიკა გვარამიანიკა გვარამიას საქმეაშშ-ს საელჩო საქართველოშისააპელაციო სასამართლომთავარი არხისაქართველო-აშშ
ამავე თემაზე
- გვარამიას საქმის მოსამართლე კელი დეგნანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
- გვარამიას საქმის მოსამართლე: ვისწავლოთ სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემა
- დეგნანი: აშშ მიესალმება ნიკა გვარამიას შეწყალებას, ეს საქმე თავიდანვე პრობლემატური იყო
- გვარამია: მთავარ არხს აღარ ვუხელმძღვანელებ, თუმცა დავეხმარები კრიზისიდან გამოსვლაში
- გვარამია: ბოდიშს ვუხდი პრეზიდენტს ამ ვიდეოებისთვის – საძაგლობაა