ნიკა გვარამიას საქმე

ხოშტარია: მთავარი დასკვნა არის ის, რომ ამ რეჟიმისგან არაფრის მოლოდინი არ არსებობს

სასამართლომ დღეს არაფერი არ გვანახა სამართლის შესახებ, არაფერი არ გვანახა მართლმსაჯულების შესახებ, არაფერი არ გვანახა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის შესახებ. ერთადერთი გვანახა, რომ ნიკა გვარამია აგრძელებს ბრძოლას და არის თავისუფლებაზე მყოფ ძალიან ბევრ ადამიანზე უფრო ძლიერი. ამიტომ, მთავარი დასკვნები არის ჩვენი გამოსატანი. მთავარი დასკვნა არის ის, რომ ამ რეჟიმისგან რაიმეს მოლოდინი. მოლოდინი, რომ რაღაც ეტაპზე მოლბებიან, მოლოდინი, რომ სასამართლო დაემსგავსება სასამართლოს, მოლოდინი, რომ მათ მართლა აინტერესებთ რამის გარკვევა, არ არსებობს. ეს არის რუსული რეჟიმი და რუსული რეჟიმი ერთადერთი რასაც აკეთებს არის ციხეში ამოამწყვდევს თავისუფალ ადამიანებს.

თქვენ გჭირდებათ დაცვა, ჟურნალისტებს სჭირდებათ დაცვა და ნიკა დღეს გიცავთ საკუთარი მოქმედებებით და საკუთარი სიძლიერით. მოქალაქეებს სჭირდებთ დღეს დაცვა, ახალგაზრდობას სჭირდება დაცვა, პენსიონერს სჭირდება დაცვა და ეს უნდა ვუზრუნველყოთ ჩვენ. უნდა დავიცვათ სიმართლით და არა ილუზიებით, რომ ქართული ოცნება რამეს გააკეთებს და ასევე უნდა ვუზრუნველყოთ ერთობით. ამ ორ დასკვნას თუ გამოვიტანთ და არ დავიღლებით, ნიკაც გამოვა და რაც მთავარია, გამოვა ის, რისთვისაც ზის ნიკა, რომ ჩვენ ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში ხელების ჩამოყრა, ეს არის ყველაზე ცუდი ნიკასთვის, მედიისთვის, საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის. პირიქით, წინ უნდა წავიდეთ, არ შევეგუოთ, შევეწინააღმდეგოთ, დავანებოთ ერთმანეთთან კინკლაობას თავი და გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა.

ამბობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები