რუსული ოკუპაცია

ლავროვი: სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შესრულებაში დავეხმარებით

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი აქტიურად დაეხმარება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის წარმართვაში. ამის შესახებ ლავროვმა ოკუპირებული ცხინვალის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრთან, ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"საინვესტიციო პროექტები წარმატებით სრულდება. ახლახან მიღებულ იქნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა. ჩვენ აქტიურად დაგეხმარებით მის შესრულებაში". – თქვა ლავროვმა შეხვედრაზე. 

ლავროვისთვის თქმით, მოსკოვში მიმდინარეობს მზადება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ე.წ თავმჯდომარის, ალანა ალბოროვას ვიზიტისთვის.

კომენტარები