სომალი

სომალიში აფეთქებას, სულ მცირე, 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2022 წლის 30 ოქტომბრის აფეთქება სომალიში
Abdihalim Bashir/via REUTERS

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მანქანაში დამონტაჟებული ორი ბომბის აფეთქებას, სულ მცირე, 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამას გარდა დაშავებულია 300-მდე ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან შეიხ მუჰამადიმ განაცხადა. 

მუჰამადის თქმით, დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

ბომბი მოგადიშოს ხალხმრავალ რაიონში, სომალის განათლების სამინისტროს მახლობლად მოხდა. ამავე რაიონში 2017 წლის ოქტომბერში მოწყობილ ტერაქტს 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამ შემთხვევის შემდეგ, დღევანელ აფეთქებას ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტი აფეთქებაში ალ-კაიდასთან დაკავშირებულ ჯგუფ ალ-შაბააბს ადანაშაულებს.

ალ-შაბააბი, რომელსაც ქვეყანაში მთავრობის გადაგდება და ძალაუფლების მოპოვება სურს, ხშირად აწყობენ თავდასხმებს მოგადიშოსა და სომალის სხვა რეგიონებში, თუმცა ჯგუფი დიდ ტერაქტებზე პასუხისმგებლობის აღებას თავს არიდებს ხოლმე.

კომენტარები