სომალი

სომალის სასტუმროში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა – სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა

სომალის სასტუმროში აფეთქება მოხდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, სასტუმროში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლას აფეთქებაც მოჰყვა

"სასტუმროს ორი ბომბი ესროლეს. ერთი  სასტუმროს მახლობლად აფეთქდა, მეორე კი სასტუმროს კარიბჭეს მოხვდა. ჩვენ გვჯერა, რომ თავდამსხმელები სასტუმროში იმყოფებიან". - თქვა პოლიციის თანამშრომელმა.

შემთხვევას, სულ მცირე, 16 ადამიანი შეეწირა. მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. ექიმების ინფორმაციით, ბევრი გადარჩენილი მძიმე მდგომარეობაშია. 

ამასთან ერთად, თავდამსხმელებს დაკავებული აქვთ სასტუმრო. თუმცა, პოლიციის მაიორის, ფარა ჰუსეინის თქმით, სომალის უსაფრთხოების ძალებმა სასტუმროს უმეტესი ნაწილი თავდამსხმელებისგან გაათავისუფლეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, SITE Intelligence Group-ის თარგმანის მიხედვით, რომელიც ჯიჰადისტური ჯგუფების განცხადებებს აკონტროლებს, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ-კაიდასთან დაკავშირებულმა ალ შაბაბის დაჯგუფებამ აიღო.

ალ შაბაბი 10 წელზე მეტია იბრძვის სომალის მთავრობის დასამხობად. 

სასტუმროს, სადაც თავდასხმა მოხდა, ხშირად სტუმრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები. ორი მათგანი, მათ შორის, მოგადიშუს დაზვერვის უფროსი, მუჰიდინ მოჰამედი თავდასხმის დროს დაიჭრა. 

კომენტარები