სომალი

სომალიში სასტუმროდან ათობით მძევალი გაათავისუფლეს – თავდასხმას 21 ადამიანი ემსხვერპლა

REUTERS/Feisal Omar

სომალის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქ მოგადიშოში, სასტუმროში მძევლად აყვანილი ათობით ადამიანი გაათავისუფლა. ალყის დროს 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

სომალის შეიარაღებული ძალები 30 საათის განმავლობაში ცდილობდნენ ალ-კაიდასთან დაკავშირებულ დაჯგუფებასთან ბრძოლას, რომლებიც თავს დაესხნენ სასტუმროს, მოკლედ და მძევლად აიყვანეს ათობით ადამიანი.

"ამ დროისთვის ჩვენ დავადასტურეთ ინფორმაცია 21 გარდაცვლილის და 117 დაშავებულის შესახებ". – თქვა სომალის ჯანდაცვის მინისტრმა, ალი ჰაჯიმ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ-კაიდასთან დაკავშირებულმა დაჯგუფებამ, ალ-შაბააბმა აიღო, რომელიც ათ წელზე მეტია სომალის მთავრობის დამხობისთვის იბრძვის. დაჯგუფებას ქვეყნის მმართველობის მკაცრ ისლამისტურ საფუძველზე დამყარება სურს.

სასტუმრო ჰაიტზე თავდასხმა, რომელსაც ხშირად სტუმრობენ დეპუტატები და სხვა საჯარო მოხელეები, პირველი დიდი ინციდენტია, რაც მაისში ქვეყნის პრეზიდენტი ჰასან შეიხ მოჰამუდი გახდა.

თავდამსხმელებმა მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც პირველი აფეთქების შემდეგ გაქცევას ცდილობდნენ, დაღუპულებს შორის არიან სასტუმროს უსაფრთხოების 10 თანამშრომელი.

კომენტარები