საქართველო-უკრაინა

პაპუაშვილი: უკრაინას ვუსურვებ გამარჯვებას, საქართველო ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება

უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპირობო და მუდმივია. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად არის ეგზისტენციური საფრთხის წინაშე, რამეთუ ჩვენი ისტორიული რეგიონები დიდი ხანია რუსეთს აქვს ოკუპირებული. ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის და მათი სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას.

უკრაინას ვუსურვებ გამძლეობას და გამარჯვებას ამ ისტორიულ ბრძოლაში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს მოსახლეობა და ხელისუფლება ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები