პოლონეთი

პოლონეთში ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა – მედიის ცნობით, დაღუპულები ქართველები არიან

პოლონეთში, პოზნანისა და ჟერნიკის მახლობლად, ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტობუსი, რომელსაც 8 ადამიანი გადაჰყავდა, შეეჯახა სატვირთოს, რომელსაც მეტალი გადაჰქონდა. შემთხვევა გუშინ, 21 ოქტომბერს მოხდა.

ადგილობრივი მედია მეხანძრე-მაშველებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულები ქართველები არიან. 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი - 4 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

კომენტარები