ამ გადაწყვეტილების შემოქმედი ისევ ის ხალხია, ვინც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდა. რაკი მიზანს იმ გზით, პირდაპირი მოთხოვნების წარმოდგენით ვერ მიაღწიეს, როგორც ჩანს, ახლა ამ სტრატეგიას მიაგნეს. ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა ცუდია და არ ვიცი, ამის შემდეგ მოსალოდნელი რა უნდა იყოს. ალბათ, იმ გზას დაადგებიან, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ, ან არ ვიცი, კიდევ რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებას მიიღებენ [...] აი, ვინმემ, დედამიწის ზურგზე იმის შესახებ იცის, დასანქცირებისთვის მიზეზი რა გახდა? რაიმე კონკრეტული არგუმენტი და დასაბუთება. იმის გარდა, რომ სახელმწიფოში, სადაც ადამიანების უფლებების დაცვას ბარტონ ზურაბ ადეიშვილს ანდობენ, გასაგებია, იმ ქვეყნისთვის, შესაძლოა, ასე ჩანდეს, რომ ამ შემთხვევაში, სანქცია უნდა გავრცელდეს ვინმეს მიმართ, ვისაც არავითარი ბრალი არ მიუძღვის [...] ჩემი აზრით, ეს პირველი შეცდომა არ არის, რომელიც უკრაინის სახელმწიფომ, მისმა მაღალი თანამდებობის პირებმა საქართველოსთან ურთიერთობაში დაუშვეს.
საქართველო-უკრაინა
სარჯველაძე სანქციებზე: დედამიწის ზურგზე ვინმემ იცის, დასანქცირებისთვის მიზეზი რა გახდა?
tbl.ge/65x6
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების სიას, რომელშიც ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავები და ახლობლებიც შედიან.
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




