საქართველოს მთავრობა

პრემიერი: გამოწვევების წინაშეა სამყარო, ეკლესიის ლოცვით ჩვენ მშვიდად გავდივართ განსაცდელს

ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, მის დარიგებებს. დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისე როგორც მოვედით დღევანდელობამდე ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა.

დღეს რთული დრო არის მთელ მსოფლიოში. არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო, სამყარო, მაგრამ მადლობა უფალს, ჩვენი ეკლესიის ლოცვა-დიდებით ჩვენ გავდივართ მშვიდად ამ განსაცდელს და ღმერთის იმედით ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდად და მტკიცედ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოველში.

კომენტარები