აშშ-საქართველო

"მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს" – აშშ-ს უსაფრთხოების ახალი სტრატეგია

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და მხარდაჭერაზე წერს. დოკუმენტის ერთ-ერთ თავში, სადაც ევროპასთან ალიანსის გაღრმავებაზეა საუბარი, წერია, რომ აშშ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და მნიშვნელოვანი რეფორმების მიმართ ერთგულებას მხარს დაუჭერს. 

"რამდენადაც აშშ მხარს უჭერს უკრაინას, ჩვენ ასევე სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად ვიმუშავებთ. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებსა და მათ ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. ჩვენს პარტნიორებს დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად დავეხმარებით. ასევე, მხარს დავუჭერთ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად საჭირო დიპლომატიურ ძალისხმევებს". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები