მე რაც ვიცი, საუბარი იყო თავდასხმაზე, ეს ტერმინიც იყო გამოყენებული. ორი შემთხვევის გარდა, ამერიკის ელჩზე მე არცერთი თავდასხმა არ მახსენდება. ორი გამონაკლისი იყო. ერთი ეკუთვნოდა ნიკა გვარამიას, მეორე კი ნიკა მელიას. მათ ჰქონდათ ასეთი განცხადებები და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. სხვა თავდასხმა მე უბრალოდ არ მახსენდება. შესაბამისად, არ ვიცი, ბონი დენის ჯენკინსი ვის გულისხმობდა, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მაგრამ, მე ასე ვიტყოდი, რომ თავდასხმა იყო მხოლოდ ორი. გვარამია და მელია. სხვა თავდასხმა ამერიკის ელჩზე არ ყოფილა.
საქართველო-აშშ
კობახიძე: გვარამიას და მელიას შემთხვევების გარდა, დეგნანზე არცერთი თავდასხმა არ მახსენდება
tbl.ge/65h1
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი დენის ჯენკინსმა კელი დეგნანს მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ ელჩ დეგნანსა და საელჩოზე პერსონალური თავდასხმებით შეშფოთებულია და ეს ფაქტი უფრო დიდი დეზინფორმაციული სქემის ნაწილად შეაფასა.
ქართული ოცნებაირაკლი კობახიძესაქართველო-აშშაშშ-საქართველოკელი დეგნანიბონი დენის ჯენკინსინიკა მელიანიკა გვარამია
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო
- კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო




