საქართველო-აშშ

"დეგნანზე თავდასხმები დიდი სქემის ნაწილია" – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე

ბონი დენის ჯენკინსი

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი დენის ჯენკინსმა გამოთქვა საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მხარდაჭერა.

ჯენკინსი საქართველოში ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

კენკინსის თქმით, ის შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს სხვადასხვა საკითხებზე სასაუბროდ და გააჟღერებს კელი დეგნანისა და მისი გუნდის მხარდაჭერასაც.

"ამას გარდა, მე აქ ვარ რათა შევხვდე ქართველ ლიდერებეს, ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების ზოგიერთი სხვა სფეროს განსახილველად: სასაზღვრო უსაფრთხოება, საბაჭოსა და თავდაცვის საკითხები. ამ შეხვედრების ფარგლებში, ველი რომ ვაშინგტონიდან ​ გავაჟღერო გზავნილი ძლიერი მხარდაჭერისა იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი საელჩოს გუნდი ახორციელებს საქართველოში, რომ მხარი დაუჭიროს და წინ წასწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად". – თქვა ჯენკინსმა.

ამას გარდა, ჯენკინსმა ხაზი გაუსვა, რომ თავდასხმები კელი დეგნანზე არის უფრო დიდი დეზინფორმაციული სქემის ნაწილი.

"ძალისხმევა მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა შეშფოთებული ვართ ელჩ დეგნანსა და საელჩოზე პერსონალური თავდასხმებით. მოდი, ცხადად ვთქვათ, ეს დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემის ნაწილი, რომლის მიზანი სიმართლისა და ევროპაში ერთი კაცის მიერ შექმნილ ამჟამინდელ კრიზისზე რეალობის დაფარვაა". – თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

კომენტარები