ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

EPA

5 წლის შემდეგ, პირველად, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ჩრდილოეთით საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. 

იაპონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში მყოფ კუნძულ ჰოკაიდოსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პრეფექტურაში, აომორიში განგაში გამოცხადდა და რეგიონში მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა. 

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდან ჩრდილოეთ კორეის ქმედებას აღმაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება გააგრძელებს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის მოგროვებასა და ანალიზს. თავდაცვის მინისტრის, იასაკაზუ ჰამადას თქმით, იაპონია შეისწავლის მოქმედების ყველა ვარიანტს, მათ შორის კონტრშეტევის შესაძლებლობებს. 

28 სექტემბერს, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, კამალა ჰარისის სამხრეთ კორეაში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან ორი ახლო მოქმედების ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

კამალა ჰარისი იაპონიაში ვიზიტით იმყოფებოდა. მან იაპონიის პრემიერმინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან ტაივანის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობა განიხილა. იაპონიაში ვიზიტის შემდეგ, ჰარისი სამხრეთ კორეას ეწვევა, სადაც ის ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გამყოფ დემილიტარიზებულ ზონის (DMZ) მოინახულებას გეგმავს.

ამასთან ერთად, 2 დღის წინ, აშშ-სა და სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროსთან სამხედრო წვრთნა ჩაატარეს.

 

კომენტარები