ქართული ოცნება

მდინარაძე: ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ ივანიშვილი რაიმე ფორმით ერევა პოლიტიკაში

არის რამდენიმე კრიტერიუმი [დეოლიგარქიზაციის კანონში] რითაც უნდა შეაფასო - მაგალითად, უნდა ერეოდეს პოლიტიკაში ან გავლენა ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებზე რაიმე ფორმით. ამის გარეშე სხვა ყველა პირობა რომ დაკმაყოფილებული იყოს, ადამიანს ვერ დაარქმევ ოლიგარქს - ვერც კანონით, ვერც ისე. არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, ასეთი რეალობა არ არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა პოლიტიკურ პროცესებში. ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს.  

არის სხვა კრიტერიუმები, რომ აფინანსებს რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას - არ აფინანსებს, შესაბამისად, მტკიცებულებაც არ არსებობს და ა.შ. აქედან გამომდინარე, თუ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს საიმისოდ, რომ ადამიანს უწოდო არა მხოლოდ კანონით, ზეპირადაც კი ოლიგარქი, შესაბამისად, ასეთი ადამიანი ვერ იქნება ოლიგარქი და, აქედან გამომდინარე, FAKE რომ არის მათი ყველა წინადადება ამასთან დაკავშირებული და რომ ებრძვიან პოლიტიკიდან უკვე დიდი ხნის წასულ ადამიანს, აქედან აშკარავდება ეს ყველაფერი. ზეპირად ხომ ენას ძვალი არ აქვს, რასაც უნდა, იმას ამბობენ, ვაშაძის არ იყოს, რასაც გინდა, იმას იტყვის, რა სიბინძურე გნებავთ, დაავალეთ, ადგება და იტყვის. აი, ვაშაძემაც კი ვერ დაასახელა ვერცერთი მტკიცებულება ვერასდროს, რომ ეს ადამიანი რომელიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამ დროს ოპოზიციაში აღმოჩნდა უამრავი ადამიანი, წლების განმავლობაში ნაწარმოები პიარით ჩიხში შევიდნენ, აღმოაჩნდათ ადამიანები, რომლებიც ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ახლა ამ ჩიხის გამო ამბობენ, რომ არ აწყობთ ეს კანონი. უკრაინაში რაც კარგია, ჩვენთან არ აწყობს ოპოზიციას და ახლა უნდა ვიაროთ მაგ დაკრულზე.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას. 

კომენტარები