ჩრდილოეთ კორეა

კამალა ჰარისის სამხრეთ კორეაში ვიზიტის წინ ჩრდილოეთ კორეამ 2 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, კამალა ჰარისის სამხრეთ კორეაში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან ორი ახლო მოქმედების ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

კამალა ჰარისი იაპონიაში ვიზიტით იმყოფებოდა. მან იაპონიის პრემიერმინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან ტაივანის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობა განიხილა. იაპონიაში ვიზიტის შემდეგ, ჰარისი სამხრეთ კორეას ეწვევა, სადაც ის ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გამყოფ დემილიტარიზებულ ზონის (DMZ) მოინახულებას გეგმავს.

ამასთან ერთად, 2 დღის წინ, აშშ-სა და სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროსთან სამხედრო წვრთნა ჩაატარეს.

კომენტარები