რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში იაპონიის კონსული ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და თვალებახვეული დაკითხეს

Shutterstock

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოშიმასა ჰაიაშის თქმით, რუსეთში, იაპონიის კონსული, ტაცუნორი მოტოკი ვლადივოსტოკში იძულებით დააკავეს და დაკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის კონსულს დაკითხვის დროს FSB-ს თანამშრომლებმა თვალები აუხვიეს.

FSB-ს განმარტებით, იაპონელი დიპლომატის დაკავება ჯაშუშობის ბრალდების საფუძველზე მოხდა. მას შემდეგ, რაც იაპონიამ რუსეთს უკრაინაში ომის გამო სანქციები დაუწესა, კრემლმა ის ოფიციალურად შეიყვანა "მტრულად განწყობილი ქვეყნების" სიაში.

"იაპონელი დიპლომატის დაკავება მოხდა დანაშაულის ჩადენის ადგილზე, როდესაც ის ერთ-ერთ აზია-წყნარი ოკეანეთის ქვეყანასთან რუსეთის ურთიერთობაზე კლასიფიცირებულ ინფორმაციას იღებდა ფულის სანაცვლოდ". – აცხადებს FSB.

ტაცუნორი მოტოკი რუსეთში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ის ვალდებულია ქვეყანა 48 საათში დატოვოს.

იაპონიის საელჩო მოსკოვში გამოეხმაურა მომხდარ ინციდენტს და დიპლომატის დაკავება და დაკითხვა ვენის კონვენციის დარღვევად შეაფასა.

კომენტარები