რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშჩუკი: რუსეთის ტყვეობაში 2 500 უკრაინელი რჩება, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები

ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცეპრემიერმის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსეთის ტყვეობაში 2 500 უკრაინელი იმყოფება. ვერეშჩუკის ინფორმაციით, ტყვეებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც რჩებიან. 

"ჩვენ საკითხი უნდა დავსვათ ცალსახად, მოვითხოვოთ მშვიდობიანი მოქალაქეების უკან დაბრუნება და არა გაცვლა. ტყვეებს შორის ბევრი ქალია, თუ გავითვალისწინებთ, რომ აზოვსტალი 131-მა ქალმა დატოვა, მაშინ წარმოიდგინეთ რამდენი მათგანია ტყვეობაში. ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე დააბრუნეს". - თქვა ვერეშჩუკმა. 

კომენტარები