ევროპული საქართველო

ბოკერია პრემიერის გაეროში გამოსვლაზე: ოკუპაცია ვალის მოხდის მიზნით, მოკლედ ახსენა

ირაკლი ღარიბაშვილმა ვალის მოხდის მიზნით, თავიდანვე ძალიან მოკლედ ახსენა ოკუპაცია. მერე, ასევე ძალიან მოკლედ, ერთხელ თუ ორჯერ უკრაინა. ოღონდ, მთავარი პრობლემა, რაც ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტიკურ არარაობას ჰქონდა, არის, რომ არცერთხელ საერთაშორისო ტრიბუნაზე, მათ შორის, არც გაეროში და არც სხვაგან, კონტექსტში არ სვამდნენ საქართველოს მნიშვნელობას და ჩვენი ეროვნული ინტერესების მნიშვნელობას თავისუფალი სამყაროსთვის და გნებავთ, მსოფლიოში მშვიდობისთვის. უკრაინის ომმა ამის დამატებითი შესაძლებლობა მოგვცა, რომ უკრაინასთან და უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან ერთად თქვა, თუ რატომ არის მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი უკრაინისა და ამავე დროს საქართველოს მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები. ამას სხვადასხვა უკრაინელი ლიდერი ყოველ ჯერზე ამბობდა. ამბობდნენ, რომ ეს მარტო ჩვენი პრობლემა კი არ არისო, ამიტომ, ამიტომ და ამიტომ ყველას პრობლემააო. ვერ ვეღირსეთ და სანამ ივანიშვილის რეჟიმია, ვერც ვეღირსებით, რომ ამ ხალხისგან ასეთი, ან ამის მსგავსი გზავნილი გვქონდეს. იმიტომ, რომ ამათ სხვა ამოცანა აქვთ. ამათ აქვთ ამოცანა, რომ უბრალოდ საკუთარი ძალაუფლების ვადა გაიხანგრძლივონ, მათ შორის, ეროვნული ინტერესების ღალატის ხარჯზე.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ. ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. აგრეთვე, პრემიერის თქმით, ამის მიუხედავად, საქართელო ზედა წონით კატეგორიაში ასპარეზობს და საერთაშორისო თანამეგობრობის საქმეში წვლილის შეტანას ცდილობს.

კომენტარები