რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

"ის ბო*იშვილია, მაგრამ ჩვენი ბო*იშვილია" – ლავროვი ზელენსკის მიმართ აშშ-ს პოლიტიკაზე

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აშშ-ს პოლიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ეფუძნება შემდეგ პრინციპს: "ის ბო*იშვილია, მაგრამ ჩვენი ბო*იშვილია". 

ასევე, ლავროვმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კიევი უკრაინაში რუსულენოვან მოსახლობას ავიწროებს, დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერა კი მოსკოვისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სერგეი ლავროვი სპეციალურად არ დაესწრო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გამოსვლას, რომელიც მოსკოვს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილ სისასტიკეებში ადანაშაულებდა. 

კომენტარები