აშშ-საქართველო

აშშ-მ თავდაცვის სამინისტროს $11.5 მილიონის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩი ავრცელებს.

"დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით. ეს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს". – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

კომენტარები