რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვის პოლკის მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვის პოლკის მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"200 ჯარისკაცის გარდა, ჩვენ დავაბრუნეთ კიდევ ხუთი მეთაური, რომლებისთვისაც დიდი ბრძოლა მოგვიწია. გრძელი, უმძიმესი. მათ ყველაზე სასტიკად ემუქრებოდნენ. ჩვენი ხუთი სუპერგმირი". - თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა თურქეთს, რომ გათავისუფლებული მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირადი დაცვის ქვეშ იქნებოდნენ.

"ამაზე ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს, რომ ტყვეობიდან გათავისუფლებული ჩვენი ხუთი მეთაური იქნება სრულ უსაფრთხოებაში, კომფორტულ პირობებში და თურქეთის პრეზიდენტის პირადი მფარველობის ქვეშ. ამ დროისთვის ომის დასრულებამდე. მაგრამ ჩვენ მივცემთ მათ ოჯახებს მათი ნახვის შესაძლებლობას". - აღნიშნა ზელენსკიმ.

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებულია 215 უკრაინელი სამხედრო. მათგან 108 აზოვის პოლკის წევრია. ტყვეობიდან გათავისუფლდნენ უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხო ქვეყნების 10 მოქალაქე. სანაცვლოდ უკრაინამ რუსეთს 55 ტყვე და ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი გადასცა. 

კომენტარები