რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მორავიეცკი: რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაცია დადასტურდა, უკრაინის განადგურებას შეეცდებიან

პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავიეცკი გაემოხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის დაანონსებას. მორავიეცკის თქმით, რუსეთის მიზანი უკრაინის განადგურებაა.

"ინფორმაცია ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ დადასტურდა. რუსეთი შეეცდება უკრაინის განადგურებას და მისი ტერიტორიების ნაწილის მიტაცებას. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ". – თქვა მორავიეცკიმ. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი დღეს, 21 სექტემბერს დაიწყება. 

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

პუტინის მტკიცებით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება უზრუნველყონ.

კომენტარები