ივანიშვილის დეპუტატები

ბოკერია: კობახიძის განცხადება მოულოდნელი არაა, ეს ივანიშვილის ანტიდასავლური კამპანიაა

კობახიძის ეს განცხადება არავისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს, ეს კამპანია - ანტიდასავლური, ანტიქართული, არის პერსონალურად ივანიშვილის და მისი ყველა პოლიტიკური არარაობის კამპანია საკუთარი ფულის და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩვენი ქვეყნის მომავლის ღალატის ხარჯზე.

ზოგჯერ, ამას გააკეთებენ ვითომ პარტიიდან გასული ოთხი დეპუტატის პირით, ზოგჯერ პირდაპირ კობახიძის, პრემიერმინისტრის, ზოგჯერ შეიძლება ბუნდოვანება შექმნან, რომ ბოლომდე არ არიან ანტიდასავლურები. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ეს ბუნდოვანება არსებობდეს. ყველა ამ განცხადებას უნდა მივცეთ მკაფიო შეფასება. ესაა ივანიშვილის ანტიქართული, ანტიდასავლური კამოანია, რომელიც ჩვენს მომავალს აყენებს უდიდესი საფრთხის წინაშე. მარტო შეიძლება დაგვტოვოს პუტინის და ზოგადად რუსეთის საფრთხის წინაშე.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე. კობახიძის თქმით, კელი დეგნანმა უხეში განცხადება გააკეთა, რომ ოცნების 4 ღირსეული კოლეგა [ივანიშვილის დეპუტატები] ავრცელებს ტყუილებს. მისივე თქმით, ოცნებაში რომ ვფიქრობდეთ, ეს ადამიანები არიან ტყუილების და რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლები - გაემიჯნებოდნენ.

კომენტარები