ივანიშვილის დეპუტატები

კობახიძე ივანიშვილის დეპუტატებზე: რომ ვფიქრობდეთ, ტყუილებს ავრცელებენ – გავემიჯნებოდით

რაც შეეხება ღირებულებებს, უნდა გამოვეხმაურო სამწუხაროდ ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც იყო სამწუხაროდ შეურაცხმყოფელი. ოთხი დეპუტატია ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ - სოზარ სუბარი, რაც მას აქვს გაკეთებული, ბევრი ვერ დაიკვეხნის, ის სახალხო დამცველი იყო და ყველაზე კრიტიკულ დროს უპირისპირდებოდა უმძიმეს რეჟიმს, როდესაც სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უჯდებოდათ ადამიანებს ეს ყველაფერი. არის მიშა ყაველაშვილი, რომელიც ყოველთვის იყო პრინციპების ერთგული და მებრძოლი, დიტო ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ნუ ასეთი ადამიანები არიან და მათზე ითქვა ელჩის მხრიდან, რომ ისინი ავრცელებენ ტყუილებს და რუსული ტიპის დეზინფორმაციას. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილებს ავრცელებენ და რუსული ტიპის დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, სრულიად გავემიჯნებოდით, მაგრამ, რეალურად ამაში არაა საქმე.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 15 სექტემბერს იმედთან ინტერვიუში კელი დეგნანმა ივანიშვილის დეპუტატებზე საუბრისას თქვა, რომ ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში "დიდი დაბნეულობაა", თუ რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ შეთქმულების თეორიებსა და აშშ-ს წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებს.

კომენტარები