რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი რუსეთის რეფერენდუმებზე: ეს იდეა ამდენად ტრაგიკული რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების თარიღის გამოცხადებას გამოეხმაურა

ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი არასდროს აღიარებს ამ რეფერენდუმის შედეგებს.

"ეს არის ცინიზმი და პროვოკაცია. ეს იდეა ამდენად ტრაგიკული, რომ არ იყოს სასაცილო იქნებოდა". - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

20 სექტემბერს ხერსონის ოლქის ოკუპურებული ნაწილის ე.წ. საზოგადოებრივმა საბჭომ რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის დაუყოვნებლივ ჩატარების ინიციატივით სეპარატისტ ლიდერს მიმართა. 

ამასთან ერთად, ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკები რუსეთთან გაერთიანებისთვის რეფერენდუმს ამზადებენ.

მისივე თქმით, დონბასის სეპარატისტებს აშინებთ უკრაინის კონტრშეტევა და ამიტომ კიდევ ერთხელ სთხოვენ რუსეთს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, რაც საშუალებას მისცემს კრემლს მიიღოს საბაბი საყოველთაო მობილიზაციისა და ომის ახალი რაუნდის დასაწყებად.

დონეცკელი სეპარატისტების ლიდერის, დენის პუშლინმა ლეონიდ პასეჩნიკს ამ ორი ერთეულის რეფერენდუმის ერთობლივად ჩატარება შესთავაზა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთში გაწევრიანებას უკავშირდება.

ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს.

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთანავე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს.

კომენტარები