სირია

სირიაში ამერიკული ბაზის მიმართულებით რაკეტები ისროლეს

ამერიკელი სამხედროები სირიაში ჭაბურღილის ტერიტორიას პატრულირებენ.
AP Photo / Baderkhan Ahmad

სირიაში მწვანე სოფელში მდებარე ამერიკულ ბაზეზე ჯერჯერობით გაურკვეველმა ჯგუფებმა სარაკეტო იერიშის მიტანა სცადეს

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მათი ბაზისკენ 107 მმ.-იანი 3 რაკეტა ისროლეს, რომლებმაც მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერ შეძლეს კოალიციური ძალების ან აღჭურვილობის დაზიანება. 

ასევე, ბაზიდან 5 კილომეტრის დაშორებით იპოვეს მეოთხე რაკეტა და დანარჩენი სამი რაკეტის გამშვები დანადგარები.

აშშ-ს ძალები ჩრდილოეთ სირიაში თავდასხმას იძიებენ.

გასულ თვეში წვანე სოფლის ბაზა სავარაუდოდ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების სამიზნე გახდა, რასაც აშშ-მ კონტრიერიშით უპასუხა. შშ-ს ოფიციალური პირების თქმით, ეს იერიშები ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის მიერ იყო ნაკარნახევი.

ამ თავდასხმამდე, 23 აგვისტოს აშშ-ს ძალებმა, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ბრძანებით, იერიში მიიტანეს ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფებები ინფრასტრუქტურაზე. კერძოდ, გაანადგურეს მათი 9 ბუნკერი, რომლებსაც ტყვია-წამლის შესანახად და ლოჯისტიკისთვის იყენებდნენ. ირანი აშშ-ს მიერ დამიზნებულ ჯგუფებთან კავშირს უარყოფს.

კომენტარები