ისრაელი-სირია

სირია ისრაელს დამასკოს საერთაშორისო აეროპორტზე საჰაერო იერიშის მიტანაში ადანაშაულებს

ისრაელის ავიაგამანადგურებლები საბერძნეთში ჩატარებულ საავიაციო საერთაშორისო წვრთნებზე, 2022 წლის 3 აპრილი.

სირიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა სირიის დამასკოს საერთაშორისო აეროპორტსა და დედაქალაქის სამხრეთით მდებარე სხვა პოზიციებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. იერიშს 5 სამხედრო ემსხვერპლა

"სირიის საჰაერო თავდაცვამ შეტევა შეაჩერა და რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო". - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

Reuters-ი რეგიონულ დიპლომატებსა და დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი სირიის აეროპორტებზე დარტყმებს ირანის მიერ ლიბანსა და სირიისთვის იარაღის მიწოდების შესაფერხებლად ახორციელებს. 

ისრაელი მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. 

კომენტარები