AFP-ს სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ წლის ბოლომდე სირია ისრაელთან რამდენიმე უსაფრთხოების და სამხედრო შეთანხმებას გააფორმებს.
სამინისტროს ოფიციალურმა პირმა გამოცემას უთხრა, რომ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესია და რამდენიმე შეთანხმების ხელმოწერა "წლის ბოლომდეა" მოსალოდნელი.
"ძირითადად, ეს იქნება უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში შეთანხმებები" - აღნიშნა მან და დაამატა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა "შეთანხმებას, რომელიც სირიაში [ისრაელის] სამხედრო ოპერაციებს შეაჩერებს".
ცნობისთვის, გუშინ გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ისრაელმა სირიას ახალი უსაფრთხოების შეთანხმების დეტალური წინადადება წარუდგინა, რომელიც დამასკოს სამხრეთით დემილიტარიზებული ზონების რუკასაც მოიცავს.





