ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია კობახიძეს: არაკაცის არაკაცო! მოდი, თქვენთვის ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ

კობახიძე ბრძანებს, რომ უსამშობლოს ჩვენ გვეძახდნენ და ჩვენ მათი ტერმინი შევუტრიალეთ.

კობახიძე ვერ ჩამოყალიბებულა - მე კაცის კაცი ვარ თუ მძულს და ვერ ვიტან მიხეილ სააკაშვილს.

ჰოდა, არაკაცის არაკაცო!

უ-საშველოდ დიდია ჩვენი მორალური უ-პირატესობა და მზად ვართ უ-ნაკლოდ და უ-პატიოსნესად შევასრულოთ ქართველი ხალხის დავალება და უ-სწრაფესად და უ-ეფექტურესად მოგაშოროთ ქვეყნის მართვას.

დიახ, ბევრი უ- შეგვესაბამება. მოდით თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომ უ-ვადოდ მოგიშოროთ.

წერს ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია. "ნიკა მელია არის კაცის კაცი – ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, მას მიესადაგება" - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 

კომენტარები