ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ნიკა მელია არის კაცის კაცი – ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, მას მიესადაგება

პირველ რიგში, რაც შეეხება ტერმინ უსამშობლოს, ამას ვიტყვი. გახსოვთ, რომ ჩვენ თვეების განმავლობაში ამ პოლიტიკური ძალის მიმართ ამ ტერმინს ვიყენებდით და ახლაც ვიყენებთ. ესეც კაცობის დეფიციტს აჩვენებს, როცა შენ შენს ტერმინს ვერ მოიფიქრებ და სხვისი ტერმინი გინდა რომ შეატრიალო. ეს არის კაცობის დეფიციტის გამოვლინება. რაც შეეხება თვითონ ნაციონალურ მოძრაობასა და კონკრეტულად მის ფორმალურ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რომელიც არის კაცის კაცი. ის არის არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე. მანაც ძალიან კარგად იცის, რომ რეალური ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თავად ასე ძლიერ ვერ იტანს. ასეთი ადამიანი ვერც ღირსების მატარებელი იქნება, ვერც სამშობლოს მოყვარული და ვერც ვერაფერი. ყველაფერი, რაც "უ"-ზე იწყება, სწორედ ამ კაცსა და მის პოლიტიკურ პარტიას მიესადაგება. 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ნიკა მელიამ კობახიძეს მისი განცხადებების გამო, რუსეთზე ღიად მომუშავე უსამშობლო კაცი უწოდა. "როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს და შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს" - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კომენტარები